Home
Category
TV Live Menu

ზუგდიდში პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში ტექნოპარკის გახსნა შემოდგომისთვისაა დაგეგმილი

577f78e141f29
BM.GE
08.07.16 13:55
1190
"ზუგდიდში პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში ტექნოპარკის გახსნა შემოდგომისთვისაა დაგეგმილი. როგორც ქალაქის მერის მოადგილე გია გულორდავამ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული რეზიდენციის გადაცემაზე მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან. მისი თქმით საკითხზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღებულია.
 
"ახალგაზრდებს შეეძლებათ პროფესიის შეძენა და თავიანთი ხელფასის გამომუშავება, - 500 ლარამდე და ზევით“, - განაცხადა გულორდავამ.

რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას, მისი თქმით, ბაღის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი განიხილავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day