Home
Category
TV Live Menu

ზურაბ აბაშიძე: ახალ გადაწყვეტილებასთან და ახალ სანქციასთან არ გვაქვს საქმე

57908f35be81e
BM.GE
21.07.16 12:56
1187
ზურაბ აბაშიძე რუსეთისგან ქართულ პროდუქციის შეზღუდვაზე ახალი სანქციების დაწესებას არ ელოდება. როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული ღვინის და ბორჯომის შესაძლო აკრძალვაზე გავრცელებული ინფორმაცია დუმის კომიტეტის ინიციატივაა და საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არაა.

რაც შეეხება სანქციებს, აბაშიძს განმარტებით, 2014 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული სანქციების შემოღების შესახებ. იმავე წელს საქართველო შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას.

„გასული წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ ერთი წლით. რამდენიმე დღის წინ ავტომატურ რეჟიმში ეს გადაწყვეტილება კვლავ გაგრძელდა და ძალაში რჩება. ასე, რომ რაღაც ახალ გადაწყვეტილებასთან, ახალ სანქციასთან არ გვაქვს საქმე.

ეს არის 2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომელიც ყოველწლიურად გრძელდება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება. ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამიტომ საქართველო ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება“, - განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთში ქართული ღვინის და "ბორჯომის" იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდიან

Subscribe to our news

Get the main news of the day