Home
Category
TV Live Menu

ზურაბ გვასალია: ბანკებს სავალუტო სესხების გალარების წინადადებით 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა

5888cd61aa87b
BM.GE
25.01.17 20:07
959
კომერციულ ბანკებს სავალუტო სესხების გალარების წინადადებით 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, მათგან 250-ზე მეტმა საკუთარი სესხი უკვე გაალარა, - ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კომერციულმა ბანკებმა მათთვის გამოყოფილი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გალარების ყველა პოტენციურ მონაწილეს შეატყობინეს პროგრამაში მათი მონაწილეობის შესახებ.

"გალარება ერთჯერადი და დროით შემოფარგლული პროგრამაა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მის ყველა პოტენციურ მონაწილეს მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი სადოლარე სესხი ლარში გადაიყვანოს. ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება მსესხებელმა უნდა მიიღოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, თითოეული მსესხებლისთვის კომერციულ ბანკებს შორის დიდი კონკურენცია იქნება, მით უფრო, რომ პროგრამის მონაწილეებს შეუძლია მომსახურე ბანკის შეცვლა და სესხის იქ გალარება, სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, საბაზროა და 10-11 პროცენტის ფარგლებში მერყეობს", - განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day