Home
Category
TV Live Menu

ზურაბ გვასალია: სასამართლო პროცესები ძალიან დიდხანს იწელება

5773f635505f7
BM.GE
29.06.16 20:14
1126
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საბანკო სექტორს შეხვდება, - ამის შესახებ დღეს ბიზნესისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა. შეხვედრაზე ბიზნეს დავებთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული.
 
„ის პრობლემები, რომლების სასამართლო ხელისუფლებთან მიმართებაშია დაისვა, ძირითადად ეს არის ვადებთან დაკავშირებული საკითხები, რომლითაც სასამართლო პროცესები ძალიან დიდხანს იწელება. ასევე, სამწუხაროდ იმ კომპეტენციასთან დაკავშირებით რომელიც ბიზნეს დავბს ახლავს. სასამართლო ხელისუფლებისგან მივიღეთ მზაობა, რომ აღნიშნული საკითხები უნდა გადაიჭრას.

აცნობიერენენ, რომ ბიზნესისთვის შექმნილი პრობლემა ქვეყნისთვის შექმნილი პრობლემა იქნება. სასამართლო ხელისუფლებას უნდა, რომ ეს პრობლემა არ არსებობდეს“, - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day