Home
Category
TV Live Menu

ზურაბ ჯაფარიძე: არ მგონია სწორი იყოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნესთან ასეთი შეხვედრა

57e66a03b2908
BM.GE
24.09.16 15:57
1047
”ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბიზნესთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფორმატს არასწორად მიიჩნევს. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს წინასაარჩევნოდ მიუღებელია ორი მიზეზის გამო: ივანიშვილის გავლენისა და ცუდი გამოცდილების, რომელიც ბიზნესს ჰქონდა ხელისუფლებასთან.

„მე არ მგონია სწორი იყოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვედრა. მესმის, რომ ფორმალურად მას ამის უფლება აქვს, რადგან არანაირი კანონი არ ირღვევა. მაგრამ გამომდინარე იქიდან თუ რა გავლენა აქვს მას (ბიძინა ივანიშვილს) ქვეყანაში ერთი მხრივ და მეორე მხრივ რა ტრადიციაც არსებობს ბიზნესთან მიმართებით ამ ქვეყანაში, არ მგონია სწორი იყოს ასეთი ტიპის შეხვედრები“, - განაცხადა ჯაფარიძემ, მისი თქმით მან შეხვედრაზე დააფიქსირა თავისი აზრი , რომ სურს ისეთ ქვეყანაში იცხოვროს სადაც ბიზნესს ექნება გაცილებით მეტი თავისუფლება არ მოუწევთ ასეთ შევხერდრებზე სიარული და საჯაროდ საკუთსრი პოზიციის დაფიქსირება. მისი განცხადებით, ამ საკითხში მას ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day