Home
Category
TV Live Menu

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

58cd005720aa5
BM.GE
18.03.17 13:38
1076
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე აღდგება.

Subscribe to our news

Get the main news of the day