ზვიად ციკოლიას სახელი არაერთი პროდუქტის დიზაინს უკავშირდება. პირველი ქართული საათების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი გამომგონებელ-დიზაინერი ზვიად ციკოლია "საქმიან დილასთან" თავის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
- ისტორია 1992 წელს პირველი საათით იწყება და შემდგომ ეს ყველაფერი სხვადასხვა მიმართულებით ივრცობა. ზვიად ციკოლიას ეს საათი დღემდე შენახული აქვს, მაგრამ მაშინ საათს ციკოლია არ ეწერა...
- მაშინ ნამდვილად არ ეწერა, რადგან გაცილებით თავმდაბალი ვიყავი, ვიდრე დღეს და მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ჩახედული არ ვიყავი და გამოცდილება არ მქონდა, ის სურვილი და ჟინი მაინც მქონდა, რომ ჩემი გაკეთებული საათი უნდა მკეთებოდა ხელზე და მივედი ერთ დღეს ჩარხთან და დავიწყე ამის ჩარხვა. ის დეტალები დღესაც შენახული მაქვს საბჭოთა მექანიზმის ბაზაზე ვაკეთებდი და გამოუცდელობის გამო პროექტი ბოლომდე ვერ მივიყვანე. შემდგომში, წლების შემდეგ ამან უკვე სხვა ფორმა მიიღო.
- რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც მიხვედით იქამდე, რომ ციკოლია ბრენდი უნდა გამხდარიყო. კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღეთ გადაწყვეტილება?
- საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული გარკვეულწილად ეს არსებობდა. ახლა რომ ვუყურებ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს მომენტი იყო, რომ საბჭოთა ხალხი ყოველთვის დაბალხარისხოვანი იყო და ეს განსაკუთრებით საქართველოს პირობებში იგრძნობოდა და დღესაც იგრძნობა, როდესაც გეუბნებიან, რომ თუ უცხოელის გაკეთებულია ეს მაგარია, ხოლო ქართველის გაკეთებული არა. ჩემი აზრით, გარკვეული მენტალობისა და კომპლექსის ამბავია, ჩვენ აპრიორი ჩვენს თავს უფრო დაბლა ვაყენებთ. მე ამ საზღვრების წაშლა მინდოდა და ვფიქრობ, რომ ამას ნელ-ნელა მოვახერხებ.
- ჟურნალ Forbes-ის ინტერვიუში, განაცხადეთ რომ თქვენ უკვე სამიზნე კონკურენტები გყავთ. ქართული ბრენდის ქვეშ გამოშვებულ ციკოლიას საათებს დღეს კონკურენტი ვინ ყავს?
- საქართველოს ბაზარზე არავინ. უბრალოდ არსებობენ საუკუნოვანი ისტორიის კომპანიები მსოფლიოს საათების ბიზნესში, საათების მწარმოებელი კომპანიები და ვთვლი, რომ მეც დაახლოებით იგივე სეგმენტში ვმუშაობ და შემიძლია იმათზე უკეთესი საათი გავაკეთო. სამომავლოდ არის კომპანიები, რომელთა გვერდითაც მიდა დავდგე და შეიძლება უფრო მაღლაც.
- ამისთვის უცხოელი პარტნიორები დაგჭირდებათ...
- ამ ეტაპზე პარტნიორი არ მყავს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამას დრო გვიჩვენებს. კომპანია Tsikolia Watch-ის პატარა კომპანიაა, სულ სამი ადამიანი მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს გონია, რომ დიდი კომპანიაა. თვითონ ჩემი საათის წარმოებაში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი მსოფლიო მყავს დასაქმებული. საათის წარმოება ეს არ არის ერთი სუბიექტი, ეს არის დიდი წრე და ჯგუფი და აქედან გამომდინარე ბევრი, რამდენიმე ათასი ადამიანი მუშაობს.
- თქვენი კიდევ ერთი სისუსტე ქართული სამხედრო მრეწველობაა - წარმოება, რომელსაც ღიად ყველა ეტაპზე და ყველა ინტერვიუში ასახელებთ, როგორც თქვენთვის პრიორიტეტულს. თქვენ ქართული არმიისთვის სპეციალური მაჯის საათი შექმენით...
- ეს ინიციატივა სწორდ ჩემგან მოდიოდა, რომ ქართული ჯარის არსებობაში ახალი ისტორია დაწერილიყო. ნებისმიერ ქვეყანაში, ვისაც თავისი ჯარისთვის შექმნილი საათი აქვს ყველა ამაყობს და მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც. ჩემი კომპანია იყო პირველი მიმწოდებელი და ჯერჯერობით ერთადერთად რჩება, ვინც ქართულ შეიარაღებულ ძალებს საათები მიაწოდა. ეს საათები საჩუქრებად დაარიგეს შემდგომ, როგორც ოფიცრებს, ასევე დამსახურებულ ჯარისკაცებს გადაეცათ. მე ვამაყობ და იმედია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და მხოლოდ წარსულზე არ გაჩერდება. ეს იყო ჯილდოები. შეკვეთაც რომ აგვეღო კომპანიის მოგებების მხრივ, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო, მაგრამ ჩვენ პატრიოტული საქმე ვარჩიეთ, რომელიც ჩვენთვის საამაყო და სასიამოვნო ნაბიჯი იყო.

- შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ თქვენი, როგორც საკმაოდ წარმატებული დიზაინერისა და მეწარმის მთავარი რეკომენდაცია არის, რომ ქვეყანამ ახალი ტექნოლოგიები აკეთოს?
- რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ახალი ტექნოლოგიების არის აწმყოც და მომავალიც. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ დავიკარგებით. მეცნიერება ეს არის ტექნოლოგიები. მეცნიერება არის მედიცინაში, აგრონომიაში და საერთოდ ყველაფერში. ასე, რომ ადამიანის სიცოცხლეს მეცნიერება განსაზღრავს.