04.Dec .2017 15:30

ღვინო "ენომატიკით"

views 1233
Back

რამდენიმე თვეა თბილისში ახალი კონცეფციის ღვინის მაღაზია Reserve Wine Testing Shop გაიხსნა. მაღაზია ღვინის მოყვარულებს 9 აპრილის ქუჩაზე სექტემბრიდან ემსახურება.

საქმის კურსს მაღაზიაში განუცხადეს, რომ „რეზერვი“ ამიერკავკასიაში პირველი ღვინის მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს ღვინის დაგემოვნება ენომატიკის მეშვეობით შეუძლია. ენომატიკი მოწყობილობაა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გასინჯონ რამოდენიმე ღვინის სახეობა, ამასთან ინარჩუნებს შეუცვლელად სასმელების ხარისხსა და არომატს (იხ. ვიდეო).

"რეზერვში" ამ დროისთვის სულ 8 ენომატიკია, რომელიც კლიენტებს 64 ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის მაღაზიაში საქმის კურსს განუცხადეს, რომ ღვინის დეგუსტაცია მომხმარებელს სხვადასხვა ფასად შეუძლია და ეს დამოკიდებულია სასმელის რაოდენობაზე. მაღაზიაში შესაძლებელია 25–50-75 გრამის გასინჯვა.
Reserve Wine Testing Shop-ში აღნიშნავენ, რომ მაღაზიაში ღვინოების საკმაოდ დიდი არჩევანია და ერთი ბოთლის ფასი 18 ლარიდან 3500 ლარამდე მერყეობს.

"გვაქვს ისეთი ღვინოები, რომლებიც მარტო ჩვენთან არსებობს მთელს საქართველოში, მათ შორის ღვინოები საფრანგეთიდან. ქართული ღვინოებიდან არის მხოლოდ მცირე მეწარეებისგან შეძენილი ღვინოები, თუმცა, ყველა ღვინო აქ არ ხვდება. ადგილზე ლაბორატორიაში ვატარებთ ტესტირებას და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება",- აცხადებენ მაღაზიაში.

მათივე ინფორმაციით, მაღაზიის დამფუძნებლები შატო ზეგაანის მფლობელები არიან. შატო კახეთში მდებარეობს და ქვევრისა და კასრის ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს აწარმოებს. თუმცა, შატოში წარმოებული ღვინოები შედარებით მაღალ სეგემტზეა გათვლილი. აქ წარმოებული ღვინის ფასები 70 ლარიდან იწყება და 480 ლარამდე ადის.