სვანეთის სოფელ ზესხოში ზამთარს ადგილობრივები მომზადებულები შეხვდნენ. მათ მოსავლის აღება უკვე დაასრულეს, კარტოფილი პირველად კი ევროკავშირის პროექტ ENPARD-ის პროექტის მეშვეობით დათესეს.
“წითელი დეზირე ადგილობრივ პირობებს შეგუებულია და მოსავალიც ნორმალურია. კარგად რომ დამუშავდება ყველაფერი მოსავალსაც ღებულობ. თესლი მუშაობს 3-4 წელი შემდეგ უნდა შეცვალო უკვე ახალი თესლით”, - ამბობს კოოპერატივის თავჯდომარე ზურა გასვიანი.
კოოპერატივის უხუცესი წევრი ბატონი ზურაბი გვეუბნება, რომ ზესხო ევროკავშირის პროექტმა ENPARD-მა 25000 ევროს ოდენობის თანხით დააფინანსა, რითაც კოოპერატივმა შეიძინა დანადგარები, რომელმაც სამუშაო პროცესი გაამარტივა და ტრადიციული გუთანი, ხარი, კავი თანამედროვე ტექნიკით შეცვალა.
“დაფინანსებამდე მოსავალს როგორც წინაპრები ამუშავებდენენ ისე ვამუშავებდით ხარით, კავით და გუთნით. როცა დადგა საკითხი და დაიდო ვებ გვერდზე enpard-ის და care-ის პროექტი, ვეცადეთ რომ დაფინანსება მოგვეპოვებინა. დაგვაფინანსეს 25000 ევროს ფარგლებში, რითაც შევიძინეთ ჯერ ტრაქტორი, რომელიც გერმანიიდან არის ჩამოყვანილი, შემდეგ სხვა დანადგარები”, - ამბობს კოოპერატივ ზესხოს წევრი ზურაბ ლობჟანიძე.
კოოპერატივი ამ დროისთვის 9 წევრისგან შედგება, საიდანაც ორი ქალია. კოოპერატივის შექმნა მის წევრებს რესურსების და საქმიანობების სწორად გადანაწილებაში დაეხმარა. ზესხოში კარტოფილის მეურნებობის განვითარების სამომავლო გეგმები დიდია. კოოპერატივის წევრები გვეუბნებიან, რომ ისინი სამომავლოდ მეურნების გაფართოებას და შესაბამისად წარმოების გაზრდასაც გეგმავენ.
See all the news
All