12.Dec .2017 14:10

ნერგები ლანჩხუთიდან

views 998
Back

ლანჩხუთში სოფელ ლესაში კოოპერტიული გაერთიანება ნერგები ჯერ კიდევ 7 წლის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა განვითარება ევროკავშირის პროექტის ENPARD ფარგლებში დაიწყო, რამაც ადგილობრივ მეურნეობას წარმოების ხარჯები შეუმცირა, ხოლო მოგება გაუზარდა. კოოპერატივმა დაინტერესებულ პირებს ძირითადად 4 მიმართულების ნერგები შესთავაზა.

"ჩვენი საქმიანობის სფერო არის შერეული ტიპის სანერგე მეურნეობაში ნერგების გამრავლება, გამოყვანა, დაკლასება. ამჟამად სხვადასხვა ჯაიშის დაახლოებით 60000 ნერგი გვაქვს. სანამ კოოპერატივად ჩამოვყალიბდებოდით იყო მრავალი სირთულე - არ გვქონდა კაპიტალური სათბური როგორიც ეხლა გვაქვს. კოოპერატივად რომ დავრეგისტრირდით დაგვაფინანსეს 11 170 ლარით.”-ამბობს კოოპერატივ ნერგების თავჯდომარე რომეო უგრეხელიძე.

კოოპერატივი ნერგები იმ კოოპერატივების რიცხვშია, რომელმაც ევროკავშირისა და care international-ის პროგრამის enpard-ის ფარგლებში დაფინანსება მიიღო. დაფინანსებასთან ერთად როგორც ადგილზე აღნიშნავენ, კოოპერატივის წევრებს წინასწარ ჩაუტარდათ ტრენინგები, რამაც მათი სპეციალიზაცია კიდევ უფრო გააფართოვა.

"პირველ წელსვე დავრეგისტრირდით და გურიაში ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი გავხდით, რომელმაც პროექტში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ ევროკავშირის პროექტში მონაწილეობა მიიღო. ჩვენდა გასასკვირად დაგვაფინანსეს, - გაკეთდა შესანიშნავი სათბური მეურნეობა, რომლის გარეშეც დღეს წარმოუდგენელია წარმატება”, - აცხადებს კოოპერატივ ნერგების ერთ-ერთი წევრი გელა ზენაიშვილი.

კოოპერატივის ჩამოყალიბებასთან ერთად გაიზარდა შესაძლებლობები. კოოპერატივის წევრებისთვის საერთო შრომა და მოვალეობების გადანაწილება ბევრად მარტივი აღმოჩნდა. ოპერაციების გამარტივებასთან ერთად, საგრძნობლად გაიზარდა მოგებაც. დღეისთვის მნიშვნელოვან საკითხად კი ოფიციალური სერტიფიცირება რჩება.