27.Nov .2017 13:17

"ჯადოსნური ბახმარო"

views 1017
Back

თოვლიან სოფელში "დაკარგულები" - ბახმარო,- ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეო პორტალი Vimeo საქართველოს კურორტზე ვიდეოსა და სტატიას.

"დღეს, როდესაც ადამიანი ბუნებაში ასე მძაფრად ერევა, ადგილები, სადაც ჯერ კიდევ შერჩენილია ხელშეუხებელი გარემო და ბუნებრივი სიველურე, უფროდაუფრო იშვიათი ხდება. ამასთან, სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ რეალურ თავგადასავლებს კომპიუტერულ ვირტუალური თავგადასავლები ჩაანაცვლებენ.
მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ არსებობს ჯადოსნური ადგილები, სადაც ისეთი ექსტრაორდინალური პეიზაჟებია, რომ გგონია დაიკარგე. ეს ადგილები გვაჩვენებენ, რომ ცივილიზაციას მოვწყდით - სწორედ ასეთი ხიბლი აქვს სოფელ ბახმაროს საქართველოში. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2 ათას მეტრ სიმაღლეზე კარგად არის დამალული პატარა კავკასიაში. ესაა სოფელი, რომელიც მისი მიუწვდომლობის გამო ზამთარში ღრმა ძილით იძინებს. დაახლოებით 15 კილომეტრიანი გზა არასაკმარისი ტექნიკის გამო ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით ვერ იწიმინდება",- ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ბახმაროში სრიალი კონკურენტების გარეშეა შესაძლებელი, ცარიელი გზებსა და ბილიკებზე სრიალი კი ყოველგვარი სტრესის გარეშე შეიძლება.

"თუ ამ ზამთრის სამოთხის კარიბჭეს გადაკვეთთ, დაბრუნდებით ორიგინალურ, თავისუფალ და რეალური მშვენიერების სამყაროში. ჩვენი გეგმა იყო აქ ერთი კვირა დავრჩენილიყავით, სინამდვილეში კი ჩვენი არდადეგები 4 კვირა გაგრძელდა. მადლობა ბახმარო. ახლა შეგიძლია დაიძინო",- წერია სტატიაში.