"გამორჩეული გემოვნური თვისებები და 100%-ით ჯანსაღი პროდუქტი“, - ასე ახასიათებენ ადგილობრივები სოფელ ნოსირში მდებარე კოოპერატივის „დეკა ქოლგა“ მიერ მოყვანილ მარწყვს. სასათბურე მეურნების მიმართ ინტერესი კოოპერატივის თავჯდომარეს ჯერ კიდევ 2006 წლიდან ჰქონდა. მისი თქმით, მის გარშემო იყო მრავალი ადამიანი, რომელიც მსგავსი მეურნეობით იყო დაკავებული, თუმცა ნაკლები შესაძლებლობები იყო, მანამ სანამ კოოპერატიული გაერთიანება დეკა ქოლგა შეიქმნებოდა.
"გამიჩნდა სურვილი, რომ გამეშენებინა მარწყვი. პირველ ეტაპზე 1200 ძირი შევისყიდეთ და გავაშენეთ. ასევე შევისწავლეთ მთელი რიგი პროცესები, რომლებიც მარწყვის მოვლისას საჭიროა. სახსრების უქონლობის გამო ვერ ვახერხებდით დიდი მეურნებობის წარმართვას. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, რომ მოვრგებულიყავით კოოპერატიულ სისტემას, რათა ჩვენი საქმიანობა გაფართოებულიყო და გაძლიერებულიყო.”, - აცხადებს კოოპერატივის თავჯდომარე დავით კუჭუხიძე.
დეკა ქოლგას კოოპერატივად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ევროკავშირისა და care international-ის პროექტს ENPARD მიუძღვის, რომლემაც ისინი დაბრუნებადი გრანტით დააფინანსა. დაფინანსებასთან ერთად კოოპერატივის ყოველ წევრს სატრენინგო კურსი ჩაუტარდა, სადაც მარწყვის მოყვანის დეტალები შეისწავლეს.
"ეს პროგრამა ითვალისწინებდა მთელ რიგ მოთხოვნებს. უნდა შეგვექმნა ბიზნეს გეგმა, სადაც აღვწერდით თუ რა ხარჯები სჭირდებოდა საქმიანობის დაგეგმვას. მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. care-ის დაბრუნებადმა გრანტმა მოგვცა საშუალება გავფართოებულიყავით. გამარჯვების შემდეგ გვჭირდებოდა სათბურის კონსტრუქცია, მარწყვის ნერგების შეძენა, რაშიც დაგვეხმარა ორგანიზაცია care", - ამბობს კოოპერატივის თავჯდომარე.
კოოპერატივისთვის მთავარი მაღალი ხარისხი და პროდუქციის სიჯანსაღეა. მათი თქმით, მარწყვისთვის წინასწარ ირჩევა ნიადაგი, რომელიც გამდიდრებულია სხვადასხვა მინერალებით. როგორც კოოპერატივის თავჯდომარე აღნიშნავს, მარწყვის ნაყოფის მსხმოიარობა დაახლოებით 8-10 თვეა, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს შემოსავლები. ამასთან, აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ დეკა ქოლგა იმ კოოპერატივთა რიგებშია რომელმაც აღებული გრანტის დაბრუნება უკვე დაიწყო.
დეკა ქოლგას სამომავლო გეგმები მოიცავს კიდევ უფრო გაფართოებას და მარწყვის სასათბურე მეურნეობასთან ერთად მის გარე გრუნტზე მოყვანას. ამასთან, კოოპერატივი აქტიურად მუშაობს ჟოლოსა და მაყვლის ნერგებზე, რომლის მოყვანაც უკვე კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.
See all the news
All