15.Dec .2017 16:47

სიმინდი ფერმერებისგან

views 836
Back

სოფელ კეთლილარის მაცხოვრებლებმა კოოპერატივი სახელწოდებით „ფერმერი 2015“ ევროკავშირის პროექტ ENPARD-ის ფარგლებში ჩამოაყალიბეს. შედეგად დაინტერესებულ პირებს ეკოლოგიურ და ჯანსაღ ნიადაგზე მოყვანილი სიმინდი შესთავაზეს.

აღებული გრანტით კოოპერატივმა ტრაქტორი შეიძინა, რომელსაც ხვნასთან ერთად კიდევ მრავალი ოპერაციის შესრულება შეუძლია, რაც მარცვლეულის მეურნეობისთვის აუცილებელია.

"ENPARD-ისა და care-ის საშუალებით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რაშიც ჩვენმა კოოპერატივმა მონაწილეობა მიიღო. გრანტით შევიძინეთ ტრაქტორი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ჩავიბათ თივის საპრესი, მოსაცელი აპარატი და ასევე შეგვიძლია ვიმუშაოთ მის შეგროვებაზეც. კომპლექსურად გარდა ხვნისა, ამ ტრაქტორის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველა ის ოპერაცია, რაც კოოპერატივს სჭრიდება.”-აცხადება კოოპერატივის წევრი პაატა სურმავა.

როგორც ფერმერი 2015-ის წევრებისგან ვიგებთ, კოოპერატივის შექმნამ პირველ რიგში საერთო ხარჯები შეამცირა, რადგან ყველაფრის შეძენა კოლექტიურად ხდება. ასევე შემცირდა მექანიზაციის დახარჯებიც, რადგან კოოპერატივს აღარ უწევს ტრაქტორის ქირაობა, რაც სოფლისთვის, რომელიც რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 35 კილომეტრის მანძილზეა, დიდი შეღავათია.

კოოპერატივის ჩამოყალიბებასა და ხარჯების საგრძნობლად შემცირებასთან ერთად გაიზარდა სიმინდის წარმადობაც. პროექტ ENPARD-ის საშუალებით კეთილარში ადგილობრივებმა სიმინდის ახალი ჯიშები შემოიტანეს. წარმოების მზარდმა ტენდენციამ ფერმერი 2015-ის წევრებს პროფესიული გამოცდილებაც შესძინა, მათ უკვე ადგილზე სხვადასხვა ენდემური ჯიშების გამოყვანაც დაიწყეს.

“რა თქმა უნდა, გაიზრდა წარმადობა. შემოვიტანეთ სიმინდის ახალი ჰიბრიდული ჯიშები, როგორც თეთრი ისე ყვითელი, რომელიც გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით. ჩვენი წარმოება დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. ჩვენ გამოვიყვანეთ ახალი საჭყინტე ჯიშიც, რომელიც გემოვნებით ჰიბრიდულზე ბევრად უკეთესია”-აცხადებს კოოპერატივის თავჯდომარე ზვიად თავიდაშვილი.

კოოპერატივმა პროექტის ფარგლებში სულ ცოტა ხნის წინ 4 ტონამდე ხორბლის პირველი მოსავალიც აიღო. ამ გარემოების გათვალისწინებით, “ფერმერი 2015” საქმიან დილას სამომავლო გეგმებსაც უმხელს, რომელიც სიმინდთან ერთად ხორბლის მეურნების კიდევ უფრო განვითარებასაც გულისხმობს.