13.Dec .2017 12:03

ხორგის სათბურები

views 864
Back

სამეგრელოში კოოპერატიული გაერთიანება ხორგის სათბურები ზამთრის სეზონისთვის ემზადება. აღებული მოსავლით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებენ. სათბურებში ქალების მზარდი აქტიურობაც შეინიშნება. კოოპერატიულმა გაერთიანებამ ადგილობრივებს ერთობა შესძინა, რითაც წარმოების ხარჯები საგრძნობლად შემცირდა. ხარჯების შემცირების კუთხით ადგილობრივები თერმულ წყლების რესურსაც გამოყოფენ, რომელიც მათ ლიცეზირებული აქვთ და უწვეტად მიეწოდებათ.

“ზამთრის პირობებში მოგვყავს კიტრი და პამიდორი. გათბობა გვაქვს თერმული ჭაბურღილის ლიცენზირეული. დედაქალაქის ბაზარს ზამთარში ვამარაგებთ კიტრით და პამიდვრით. კოოპერატივის ჩამოყალიბებისას გავერთიანდით, შემოსავალიც და გასავალიც ერთ ყულაბაშია, უფრო მსხვილი მომხმარებლები დაინტერესდნენ ჩვენით.”- ამბობს გურამ შუბითიძე კოოპერატივ ხორგის სათბურების დამფუძნებელი.

კოოპერატივმა დაფინანსება ევროკავშირის პროექტ ENPARD-ის ფარგლებში მიიღო. როგორც თვითონ ამბობენ, აღნიშნული პროექტის დაფინანსებით მათ ის ინვენტარი შეიძინეს, რამაც წარმოების პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნო და მარტივი გახადა. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც რომ აღნიშნული პროექტის შემდგომ კოოპერატივის მოგება 50%-ით გაიზარდა.

“ენპარდმა დაგვაფინანსა 67500 ლარით, თანხა ძირითადად სათბურების რეაბილიტაციისთვის გამოვიყენეთ. განსაკუთრებით გათბობის სისტემა მოვაწესრიგეთ. care-ი განსაკუთრებით ახალი სათბურის მშენებლობაში დაგვეხმარა. გამოგვიყვეს გრანტი 10000 ლარის ოდენობით. რაც კოოპერატივი შეიქმნა მოგება 50%-ით გაიზარდა.”- აცხადებს გურამ შუბითიძე.

კოოპერატივი ხორგის სათბურები განვითარებას არ წყვეტს - მომავალში კვლავ იგეგმება წარმოების გაზრდა და მაღალი ხარისხის შენარჩუნება, რაც მათთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.