Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვანო იოსელიანის "ჩემი რანჩო" პროდუქციის რეალიზაციას აგვისტოდან დაიწყებს

596caaaf3e005
სალომე მეცხვარიშვილი
18.07.17 15:25
1274
ვანო იოსელიანის კომპანია "ჩემი რანჩო" პროდუქციის რეალიზაციას აგვისტოდან დაიწყებს. როგორც "საქმის კურსს" კომპანიის ხელმძღვანელმა განუცხადა, ბოცვრის ხორცზე ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას აღემატება.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე პროდუქციას რესტორნებს, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებს მიაწვდიან. ბოცვრის ხორცი განთავსდება "კარფურში", 'გუდვილში", "აგროჰაბში".

ამ ეტაპზე იოსელიანს საწარმოს მშენებლობის სამუშაოები დასრულებული აქვს. ადგილზე 20-მდე ადამიანი მუშაობს.

ამჟამად გარდაბნის რაიონ სოფელ გამარჯვებაში მდებარე საწარმოში სწორედ ბოცვრის მოშენების სამუშაოები მიმდინარეობს. აგვისტოში „ჩემ რანჩოს“ 9 ათასამდე ბოცვერი ეყოლება.

საშუალოვადიან პერსპექტივაში "ჩემი რანჩო" გაფართოებას და ახალი პროდუქტების შეთავაზებასაც გეგმავს.

ინვესტიციის სახით პროექტში 1,3 მილიონი ლარი ჩაიდო.