Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ტრანს ელექტრიკას" ხუდონჰესის პროექტის დატოვება შესაძლოა, აღარ მოუწიოს

59f1a42771fb7
დავით ჯალაღონია
26.10.17 12:58
1027
"ხუდონჰესის" მშენებელი ინვესტორი კომპანია "ტრანს ელექტრიკა" შესაძლოა პროექტში ისევ დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ ამ ჰესის სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვა დააანონსა.

როგორც ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა, „დღეის მდგომარეობით "ტრანს ელექტრიკას" პროექტის განვითარების შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აქვს".

"აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდება „ტრანს ელექტრიკას“ მიერ პროექტის შემდგომი განვითარება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილებები აისახება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით მომდევნო წლის დასაწყისში „ხუდონთან“ დაკავშირებით საბოლოო სტრატეგია გვექნება და არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სახელმწიფოს მონაწილეობით განვითარდეს, თუმცა შესაძლებელია, „ტრანს ელექტრიკა“ იყოს ისეთივე ძირითადი დეველოპერი, როგორც ეს დღეს არის. სტრატეგიაში იგულისხმება ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს იმისთვის, რომ „ხუდონჰესი“ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში აშენდეს", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.