Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ავიაციის სააგენტო: საქართველოს საავიაციო ბაზარი კონკურენტუნარიანია

596635ebc45db
ელენე გოგბერაშვილი
12.07.17 18:41
854
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. "ჯორჯიან ეარვეისი" უცხოურ ავიაკომპანიებს ქართულ ავიაბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას ქართული ავიაკომპანიებისთვის ისეთივე შეღავათების დაწესებას სთხოვს, როგორიც უცხოურ კომპანიებს საკუთარ ქვეყანაში აქვთ.

"ჯორჯიან ეარვეისის" ბრალდებებზე საპასუხოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი "საქმის კურსთან’’ ავიაბაზარზე დემპინგის არსებობას არ ადასტურებს და არგუმენტად კონკურენციის სააგენტოს ბაზრის კვლევის შედეგები მოჰყავს.

"კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარი არის კონკურენტუნარიანი და არ არისებობს რაიმე ხელოვნურად შექმნილი ბარიერი კონკურენციის ხელშესაშლელად. კონკურენცია არის ძალიან კარგი მომხმარებლისთვის. ეს ნიშნავს მეტ არჩევანს, ნაკლებ ფასს და უფრო მეტი არჩევანის საშუალებას, თუ როგორი სერვისი და რა ფასი აირჩიოს მომხმარებელმა", -აცხადებს ალექსანდრე გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს დასკვნას, - მათ 2014-2016 წლებში აეროპორტებისა და მოქმედი ავიაკომპანიების მიხედვით, საქართველოში მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და კონკურენტული გარემო შეაფასეს. სააგენტომ მიიჩნია, რომ მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე კონკურენტული გარემოა და არსებული ბაზარი ვითარდება.