სტუდენტებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და ძვირადღირებული ქალაქები დასახელდა. უძრავი ქონების კომპანიის Savills სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ აშშ-ში საცხოვრებლის და სწავლის კუთხით ყველაზე მაღალი ფასები ბოსტონში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოშია. Savills-ის მონაცემებით, ამ ქალაქებში მცხოვრები სტუდენტებისთვის ცხოვრების ღირებულება თვეში საშუალოდ $ 5 500-ია, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე მაგალითად სიდნეიში ($4700), რომელიც რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა და მიმდინარე წელს ლონდონს ($4 600) უსწრებს.
სტუდენტური ცხოვრებისთვის შედარებით ხელმისაწვდომი ადგილები ევროპაშია. მაგალითად: ვარშავა, ბერლინი, ვენა და პრაღა. აღნიშნულ ქალაქებში სწავლების ფასი მინიმალურია.
სტუდენტები ახლო აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდან უპირატესობას გრძელვადიან იჯარებს ანიჭებენ (90% და 87% შესაბამისად) სასწავლო წლის განმავლობაში, რამაც შესაძლოა ცხოვრების ხარჯები გაზარდოს. ამერიკის და აზიის-წყნარი ოკეანის რეგიონის სტუდენტები ავსტრალიის ჩათვლით, უფრო მოკლევადიანი შეთავაზებებისკენ იხრებიან. ახლო აღმოსავლეთს სტუდენტები უფრო ხშირად მთელ ბინას ან სტუდიოს ტიპის საცხოვრებელს ქირაობენ და როგორც წესი, მათი ბიუჯეტიც საშუალოზე მაღალია.