Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფოთში Nike, Puma, Lotto და New Balance შეიკერება

59ef40205aced
სალომე მეცხვარიშვილი
25.10.17 14:45
1328
ფოთში ტექსტილის ახალი საწარმო, რომელიც 3 ათას ადამიანს დაასაქმებს, ერთ თვეში ამოქმედდება. "აჭარა ტექსტილის" ხელმძღვანელი გია ლომინაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საწარმოში კადრების გადამზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ფაბრიკა ექსლუატაციაში შევა.

კითხვაზე, რატომ გადავადდა ნახევარი წლით ქარხნის გახსნა, გია ლომინაძე ამბობს, რომ პროცესები სხვადასხვა მიზეზით გაჭიანურდა. მისი თქმით, პრობლემები იყო ბიუროკრატიის გამო, ასევე, პროექტის მშენებლობის პროცესში.

ფოთში მდებარე საწარმო სპორტულ ტანსაცმელს Nike-სთვის, Puma-სთვის, Lotto-სთვის, “New Balance”-სთვის შეკერავს და ეტაპობრივად 3 ათას ადამიანს დაასაქმებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 15 მილიონი დოლარია.

კომპანია "აჭარა ტექსტილი" უკვე ფლობს ორ სამკერვალო ფაბრიკას ბათუმსა და ქობულეთში და დასაქმებული ჰყავს 2500 ადამიანი.