Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის დღემდე 6,5 მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურდა

5966464d62ed4
BM.GE
12.07.17 19:53
815
მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 1 აგვისტოდან დღემდე მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 6,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში 82 400-ზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში - 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს.

მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროგრამა 2017 წლის ბოლომდე გრძელდება.

საჯარო რეესტრის მარტის მონაცემებით, მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.