Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სარფში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

59a537eaedfb9
BM.GE
29.08.17 13:43
706
27 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ნ.შ-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 160.96 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა 2,173.21 გრამი ) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 8816 ლარი, ხოლო ვერცხლის ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 2649 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11465,54 ლარის ოდენობით შეეფარდა.