Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"წელს დავიწყებთ საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობას"

59ac0a94cf39f
BM.GE
03.09.17 18:00
793
„წელს, მეოთხე კვარტალში დავიწყებთ საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობას გააჩენს რაჭა-ლეჩხუმისთვის და ლენტეხისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენისას.

პრემიერის განცხადებით, ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.

„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარებისთვის. ჩვენ ვიცით რომ საჭიროა მეტი მასშტაბი, რათა ყველამ იგრძნოს ახალი შესაძლებლობა, რომელიც საქართველოში ჩნდება. უნდა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი. ჩვენ დიდი ცვლილებები უნდა შევიტანოთ საქართველოს რეგიონებში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ამბროლაურს ჰქონოდა ძალიან კარგი რეგიონული აეროპორტი.

რამოდენიმე თვეა აეროპორტი ამუშავდა და სასიხარულოა, რომ მგზავრთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ რეისის დამატება მოგვიწია. ამბროლაურის აეროპორტი არ არის ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ახალი სიცოცხლის პერსპექტივა ამ რეგიონისთვის და დიდი განვითარების გეგმის ნაწილი. მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს სწორი სივრცითი მოწყობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.