Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს პოზიცია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში

59f1ac61c4cd7
BM.GE
26.10.17 13:34
1095
U.S. News & World Repor-მა, რომელიც 30 წელია წლის საუკეთესო უნივერსიტეტების სიას ადგენს, 2018 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი (2018 Best Global Universities) გამოაქვეყნა.

კვლევამ 74 ქვეყნის 1250 უნივერსიტეტი მოიცვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სიაში საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 49.6 ქულით 359 ადგილი უკავია შედარებისთვის, გასულ წელს, კვლევაში მხოლოდ 1000 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. კვლევის ავტორები რეიტინგის შედგენისას სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებენ, მათ შორის, სწავლის ხარისხს, აკადემიურ პერსონალს, მეცნიერულ ნაშრომებს, აკადემიურ კვლევებს, საერთაშორისო თანამშრომლობას, პუბლიკაციებს, რეიტინგებს, რეპუტაციას და უნივერსიტეტის პრესტიჟს.

წლევანდელ სიაში აშშ ლიდერობს 221 უნივერსიტეტით და რეიტინგის პირველ პოზიციაზეც აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტია. აშშ-ს შემდეგ ჩინეთი ლიდერობს 136 უნივერსიტეტით, შემდეგ იაპონია 76 უნივერსიტეტით, დიდი ბრიტანეთი 73 უნივერსიტეტით და გერმანია 58 უნივერსიტეტით.

U.S. News & World Repor-ის 2018 წლის საუკეთესო გლობალური უნივერსიტეტების ტოპ-ათეული ასეთია:

1.ჰარვარდის უნივერსიტეტი - Harvard University (U.S.)
2.მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - Massachusetts Institute of Technology (U.S.) -
3.სტენფორდის უნივერსიტეტი - Stanford University (U.S.)
4.კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლიში - University of California—Berkeley (U.S.)
5.ოქსფორდის უნივერსიტეტი - University of Oxford (U.K.)
6.კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - California Institute of Technology (U.S.)
7.კემბრიჯის უნივერსიტეტი - University of Cambridge (U.K.)
8.კოლუმბიის უნივერსიტეტი - Columbia University (U.S.)
9.პრინსტონის უნივერსიტეტი - Princeton University (U.S.)
10.ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი - Johns Hopkins University (U.S.) (tie)
10.ვაშინგტონის უნივერსიტეტი - University of Washington (U.S.) (tie)
10.იელის უნივერსიტეტი - Yale University (U.S.) (tie)