Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდის გაიხსნება Radisson გუდაურში?

59f1ac2fecb49
სალომე მეცხვარიშვილი
26.10.17 14:30
1107
გუდაურში Radisson-ის სასტუმროს გახსნა ერთი წლით გადავადდა. პროექტი, რომელსაც კომპანია "რედკო" ახორციელებს, გულისხმობს 200-ნომარიანი სასტუმროსა და 400-ნომარიანი აპარატამენტების მშენებლობას. მისი გახსნა 2017-2018 წლის ზამთრის სეზონზე იყო დაანონსებული.

"რედკოს" პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა "საქმის კურსს" განუცხადა, რომ პროექტი სხვადასხვა ბიუროკრატიული და ტექნიკური მიზეზის გამო გაჭიანურდა.

მისი თქმით, მშენებლობა მიმდინარეობს ადგილზე, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი ჰქონდა, რაც მიწის გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმის გამო გაპრობლემდა. 

კუნელაური ვარაუდობს, რომ სასტუმრო მომდევნო სეზონზე გაიხსნება, თუმცა, თარიღი Radisson-თან უნდა შეთანხმდეს.