Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ყაზბეგში რძის პროდუქტების საწარმო გაიხსნება

59662aec2a865
BM.GE
12.07.17 17:56
959
რძის პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში აშენდება. საწარმო რძის, მაწვნის და ყველის წარმოებას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს. კომპანია წარმოების დაწყებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 342 400 ლარის ინვესტირებას აპირებს. ახალ საწარმოში თავდაპირველად 14 ადამიანი დასაქმდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ნედლი რძე“–ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში მდებარე 2 140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.

ამასთან, სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 288 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 657, 63 მლნ. ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 11, 634 ადამიანი.