Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

59d20e8a238af
BM.GE
02.10.17 14:00
1042
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა.

ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკებს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში გვხვდება. ხის კენწეროების ბილიკის შექმნის მიზანია, ვიზიტორებმა ინტერაქტიული-სათავგადასავლო მეთოდით უკეთ, ახლოდან შეიცნონ და შეიგრძნონ ბუნება. მსგავსი ბილიკი ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას და ახალი ტურისტული შესაძლებლობების გამოვლენას. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში საშუალოდ 100 000 ვიზიტორის მასპინძლობას შეძლებს.

ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, დეტალურ პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს" - TJS-III-ის ფარგლებში გამოაცხადა. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები მიმდინარე წლის 13 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ.