Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრეზიდენტი: შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს

5912adf87eba9
BM.GE
10.05.17 10:03
665
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტყბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს.

"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.

ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.

სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტყიბულის მაღაროში უბედური შემთხვევა მოხდა და 4 მაღაროელი მაღაროში ჩავარდა.