Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბადაგონმა" ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დავა მოიგო

59e5fff214026
BM.GE
17.10.17 17:04
982
კომპანია „ბადაგონმა“ ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ საბჭოში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დავა მოიგო, რაც სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ჩინეთის ბაზარზე ქართული კომპანიის მიერ დავის მოგების პირველი პრეცედენტია.

18 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, კომპანიის „ბადაგონი“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია და ადვოკატი, იურიდიული კომპანიის „ასათიანი და ადვოკატები“ მმართველი პარტნიორი დავით ასათიანი პრესკონფერენციას გამართავენ.

აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს ქართული ბრენდების ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე რეგისტრაციის გამარტივებას და, შედეგად, ქართული, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე შეუფერხებელ რეალიზაციას.