Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიუჯეტი 2018: 4 მლნ ფაროსანასთან საბრძოლველად

59d2076e6d159
დავით ჯალაღონია
02.10.17 13:29
622
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებებისთვის საბრძოლველად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დოკუმენტი ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად უკვე გადაუგზავნა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ხარჯებს, სექტემბერში აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ბიუჯეტიდან დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყო. 2017 წლის მარტში კი მთავრობამ ამ მიმართულებით სხვადასხვა რეგიონში 7,5 მილიონი ლარი გადაანაწილა. გარდა ამისა, საქართველოს დახმარება აშშ-ის მთავრობამ 5,5 მილიონი ლარით გაუწია.

ცნობისთვის, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 8 მილიონ 5 ათასი ლარით იზრდება. სამინისტროს მიმდინარე წლის გეგმით 257 მილიონ 995 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, 2018 წლის პროექტში კი - 266 მილიონი.