Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Apple უპილოტო ავტობუსის განვითარებაზე მუშაობს

59a568f45fbbc
BM.GE
29.08.17 18:11
889
Apple უპილოტო ავტობუსის განვითარებას იწყებს, რომლითაც კორპორაციის თანამშრომლებს მოემსახურება. ამერიკულმა მულტინაციონალურმა კომპანიამ ახალი სფეროთი - ავტომობილების ინდუსტრიით დაინტერესების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დეკემბერში განაცხადა,- წერს VentureBeat.

Apple-ს მიაჩნია, რომ თვითმართვადი ძრავიანი ავტომობილები გზებზე კრიტიკულ სიტუაციას განმუხტავს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბების ან სიმთვრალის გამო იღუპებიან. კორპორაციამ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიქირავა უპილოტო ავტომობილების რამდენიმე ექსპერტი, თუმცა სულ ორჭოფობდა ჩართულიყო თუ არა რობო-ავტომობილების ბაზრის კონკურენტულ ბრძოლაში. ცოტა ხნის წინ კი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ Apple ავტონომიური სისტემებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში აქტიურად ჩაერთვება.

სააგენტოს ცნობით, კორპორაცია უპილოტო ავტობუსის ტესტირებას იწყებს, რომელიც თანამშრომლების გადაადგილების მიზნით ახალ ოფისს Apple Park-სა და ძველ კამპუსს შორის იმოძრავებს. პროექტი დაფარულია კოდით PAIL.

New York Times-ის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელზეც ადრე არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა, სავარაუდოდ, ცნობილი ავტომწარმოებლის კომერციული ავტომობილი იქნება, რომლსაც Apple საკუთარი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების შესამოწმებლად გამოიყენებს.