Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშესაწყობად ბიუჯეტიდან დამატებით თანხა გამოიყოფა

59d222efd8238
BM.GE
02.10.17 15:25
836
2018 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელშესაწყობად მთავრობა 2.5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშია მოცემული, აღნიშნული თანხა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგსა და პროექტის განვითარების ხელშეწყობაზე დაიხარჯება.

დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს იგეგმება პორტისა და სანავსადგურე ინსფრასტრუქტურის მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის პორტთან დამაკავშირებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მშენებლობის ხელშეწყობა.

გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პორტში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფას, პორტის საზღვაო სანავიგაციო ნიშნებით მარკირებას, ასევე ანაკლიის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის გამართვას გეგმავს.