Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მთავრობამ საქსტატს ხელ-ფეხი შეუკრა, რომ უმუშევრობის მონაცემები არ გამოაქვეყნოს"

59d4ef8ec0a4f
თელარა გელანტია
04.10.17 18:24
977
"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, საქართველოს მთავრობას უმუშევრობის კვარტალური მაჩვენებლების გამოქვეყნება არ აწყობს.
ასე აფასებს ჭიაბერაშვილი საქსტატის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის კვარტალურ მაჩვენებლებს არ გამოაქვეყნებს.

„ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ იზრდება თუ მცირდება უმუშევრობა. ასეთ პირობებში კი, მთავრობა იღებს დადგენილებას, რომ არ გამოქვეყნდეს უმუშევრობის კვარტალური მაჩვენებლები, რაც აჩენს ეჭვებს. თან ეს ხდება მაინც და მაინც არჩევნების წინ, როდესაც მოქალაქეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, შეძლებს თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტია ისეთი ეკონომიკური პროგრამის წარდგენას, რომელიც ამ ქვეყნის მთავარ პრობლემას - უმუშევრობას გადაჭრის“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, „მთავრობამ საქსტატს ხელ-ფეხი შეუკრა, რომ უმუშევრობის მონაცემები არ გამოაქვეყნოს“.