Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გოდერძიზე "რამადას" ბრენდის სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება

59897fa80e912
BM.GE
08.08.17 13:08
932
კურორტ "გოდერძიზე" "ალიანს პალასის“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.

სასტუმროს მშენებლობისთვის 25 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. 100 ნომრიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი “რამადა“ უზრუნველყოფს. მშენებლობის პროცესში 100 ადგილობრივია დასაქმებული.

„ალიანს პალასის“ სასტუმრო კომპლექსის გარდა, კურორტზე კიდევ 4 სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ ლარს აღემატება. კურორტზე სასტუმროს GOLDMINE მშენებლობა 2019 წელს დასრულდება, GSP GROUP-ის კოტეჯების მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება, სასტუმრო MOUNTAIN SKY-ი ოპერირებას 2019 წელს დაიწყებს, ხოლო “ირეპალასი“ 2020 წლის ზაფხულში.