Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგეტიკის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე სავარაუდოდ, გიორგი ჩიქოვანი იქნება

59d4d1e7dd1f4
დავით ჯალაღონია
04.10.17 16:19
772
ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის კიდევ ერთი ახალი მოადგილე სავარაუდოდ, USAID-ის პროექტებში ენერგეტიკისა და წყლის კომპონენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი იქნება. „საქმის კურსის“ ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროსა და ჩიქოვანს შორის შეთანხმება მიღწეულია.

ამ საკადრო სიახლეს თავად ენერგეტიკის სამინისტროში არ ადასტურებენ, თუმცა როგორც გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, მან შეთავაზება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, უწყებაში ილია ელოშვილის ორი მოადგილე მუშაობს. ერთ-ერთია რომეო მიქაუტაძე, რომელიც 2013-2017 წლებში სს „გეს საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

რამდენიმე კვირის წინ კი მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. იგი მუშაობას სავარაუდოდ, კერძო სექტორში გააგრძელებს.