Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქუთაისში ფეროშენადნობთა ქარხანა ოპერირებას მომავალი წლიდან დაიწყებს

59895fe567a74
BM.GE
08.08.17 10:52
1266
ჩინური ინვესტიციით, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფეროშენადნობთა ქარხანა ოპერირებას მომავალ წელს დაიწყებს. „საქართველოს ფეროშენადნობთა რესურსების კომპანიას“ ადგილზე რამოდენიმე მილიონის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს და ქარხნის სამშენებლო სამუშაოები მეორე ეტაპზეა გადასული.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ქარხანა 6000 კვ.მ-ზე განთავსდება და მასში 100-120 ადამიანი დასაქმდება.

ჩინური კომპანიისთვის ეს საქართველოში პირველი პროექტია. ქარხანაში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე იქნება გათვლილი.

კომპანია ქუთაისში სილიციუმის წარმოებას და გადამუშავებას, ასევე კვარცის, ნახშირის, ქვანახშირისა და პეტროკოკის გადამუშავებას გეგმავს.