Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიზნესის ყველაზე აქტიური დარგები საქართველოში

59d1e61545e48
BM.GE
02.10.17 11:08
923
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 64.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წელს მისი მოცულობა 34,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 13,9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს მთლიანი ბრუნვის 44,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,9% - საშუალო, ხოლო 34,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 25,1%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,3%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის განმავლობაში 45.3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,1%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 28,2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,8 %-ით მეტი). 2016 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 666,8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,4%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 32,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21,3% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 46,0% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 620,1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 6,1%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 7022,2 მლნ. ლარია (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,9 %-ით მეტი). 2016 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 938,3 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 41,5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 716,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 36,5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1129.5 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1085.9 ლარი,
მცირე ბიზნესი – 697.7 ლარი.

2016 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,7% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 11,3%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,7%-იანი წილით და ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყოება 6.5%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3.9%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,3% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2016 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი მშენებლობის დარგზე ნაწილდება (21,6%). მეორე და მესამე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20,6%) და ვაჭრობა (16,5%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,1%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32,2 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,5%, 13,5% და 11,3% - იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში ასევე მნიშვნელოვანი წილი უკავია ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (9,8%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (7,9%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზე (5,6%).

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

ქ. თბილისი – 72.0%,
აჭარის ა.რ. – 7.4%,
ქვემო ქართლი – 5.6%,
იმერეთი – 4.5%,

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5% რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
ქ. თბილისი – 65.9%,
აჭარის ა.რ. – 9.0%,
ქვემო ქართლი – 7.1%,
იმერეთი – 4.8%,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.3%.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 61.8%, აჭარის ა.რ. – 10.0%, იმერეთი – 7.4%, ქვემო ქართლი – 6.0%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.3%.