Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 9.6 მილიონი ლარით შემცირდა

59a7c40176e5e
BM.GE
31.08.17 12:07
1012
ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 9.6 მლნ ლარით შემცირდა და 430.4 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 39.6 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.3 პროცენტს გაუტოლდა.