Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას იყიდით $5,7 მილიარდით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობს

59f2dd9779110
BM.GE
27.10.17 11:14
657
გამოცემა Bloomberg-ს ბიძინა ივანიშვილის ქონება $5,72 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ყოფილი პრემიერი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 305-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება წლიურად $275 მილიონით გაიზარდა.

ამასთან გამოცემის ინფორმაციით, $5,7 მილიარდით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობს შესაძლებელია 4,52 მილიონი უნცია ოქროს და 96.3 მილიონი ბარელი ნავთობის შეძენა.

ბიძინა ივანიშვილის ქონება ამერიკის შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0308%-ს შეადგენს. მისი ქონება მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.11%-ია. ის ასევე ტოლია ამერიკის ტოპ 200 აღმასრულებელი დირექტორის მიერ ჯამში მიღებული კომპენსაციის 91%-ის.