Home
Category
TV Live Menu
Loading data...

30-31 აგვისტოს თბილისი-გორის გზაზე შეზღუდვები წესდება

59a69df6bd132
BM.GE
30.08.17 15:11
775
30 და 31 აგვისტოს თბილისი-გორი, გორი-თბილისის მიმართულებით 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება.

ნაცვლად 2017 წლის 29-30 აგვისტოსი, განხორციელდება 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისი-გორის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე, ხოლო 31 აგვისტოს გორი-თბილისის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.