Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ახალი მეტროსადგური იხსნება

59df0ce300f8d
BM.GE
12.10.17 10:39
722
ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი" 16 ოქტომბერს გაიხსნება. ამის შესახებ "საქმიანი დილის" პირდაპირ ეთერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.  მისი თქმით, ტესტირების რეჟიმი დასრულებულია.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 83, 000, 670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წელი დაკონსერვებული იყო.

"ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს",- აცხადებენ მუნციპალური განვითარების ფონდში.