Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება"

59eadb59992d6
BM.GE
21.10.17 09:29
825
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევს. კენჭისყრის პროცესი უკვე დაიწყო. საკუთარი არჩევანი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, მან ხმა მისცა თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება.

"მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია იმისთვის რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ისუნთქონ, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგენულია, სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც ძალიან ბევრი სიცოხლე ჩქეფს, მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთესს თბილისს და დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება“, - ამბობს პრემიერი.