Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სახელმწიფო ინვესტორებს სასტუმროს ასაშენებლად უძრავ ქონებას სთავაზობს

59ef2ba9e5645
BM.GE
24.10.17 16:00
989
სახელმწიფო პროექტის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში 26 მილიონის ქონება გასხვისდა,- ინფორმაციას სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ კიდევ უფრო საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს სთავაზობს პროექტს "50 ქონება შენი სასტუმროსთვის", რომელიც მოიცავს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე სახელმწიფო ქონების შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

პროექტის ფარგლებში სააგენტოს გამოცხადებული აქვს მიმდინარე ელექტრონული აუქციონები ისეთ ტურისტულად პოპულარულ ადგილებში, როგორიცაა თბილისი - უზნაძის ქუჩა, ციხისძირი, ყვარელი და სურამი, დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე www.nasp.gov.ge.

შეგახსენებთ, რომ პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 26 მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ტაბახმელაში, უწერაში, ამბროლაურში, ციხისძირში და თბილისში",- ნათქვამია განცხადებაში.