Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა თანხა იხარჯება არჩევნების ჩატარებისთვის?

59eb223013352
BM.GE
21.10.17 14:27
906
2017 წლის არჩევნების ჩატარებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გეგმიური ბიუჯეტით 39 011 899 ლარი გამოეყო. აქედან 28 მილიონი არჩევნების ჩატარებას მოხმარდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1 მილიონი დაიხარჯა. საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2 მილიონ ლარზე მეტი იყო.

2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპერეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის 27 მილიონამდე ლარი გამოიყო.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის კი 38 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა აღნიშნულ თანხაში არ შედიოდა არჩევნების მეორე ტურის ორგანიზება-ჩატარება.