Home
Category
TV Live Menu
Loading data...

HSBC $175 მილიონით დააჯარიმეს

59d0ce24731cf
BM.GE
01.10.17 16:13
766
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ არაკეთილსინდისიერი პრაქტიკისთვის ბრიტანული ბანკი HSBC $175 მილიონით დააჯარიმა . 

ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი HSBC სავალუტო ბაზარზე ბანკის ტრეიდერების არასაკმარისი ზედამხედველობისა და კონტროლისთვის აშშ-ის ფედერალური სარეზერვო მმართველების საბჭომ $175 მილიონით დააჯარიმა. კერძოდ, ცენტრალური ბანკის შეფასებით, ბრიტანულმა ბანკმა და მისმა ამერიკულმა ფილიალმა მოვაჭრეების მიერ გამოვლენილი დარღვევების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა ვერ შეძლეს, რომლებიც კლიენტებთან დაკავშირებით კონფიდენციალურ ინფორმაციას იყენებდნენ და ასევე თავიანთ სავაჭრო პოზიციებთან დაკავშირებით ბანკის კონკურენტებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.

ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი ბანკები დააჯარიმეს, რომლებიც საკუთარი კლიენტების პოზიციების წინააღმდეგ წავიდნენ და ამავე დროს, სავალუტო ბაზარზე მანიპულაციებს ახდენდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში HSBC-ის ფილიალებში მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის 40%-ით შემცირდა, ხოლო უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ბრიტანულმა ბანკმა დიდ ბრიტანეთში მდებარე თავისი ფილიალების ერთ-მეოთხედზე მეტი დახურა.