Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უპილოტო საჰაერო ხომალდების ახალ რეგულაციებს განმარტავს

59a6c71ebd239
BM.GE
30.08.17 18:05
775
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახალი რეგულაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოქმედდება „უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები”. რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ნორმებს და მისი მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საჰაერო სივრცეში.

მათი თქმით, წესის რეგულირების ქვეშ ექცევა სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული უპილოტო საჰაერო ხომალდები.

რაც შეეხება აპარატებს, რომლებსაც რეგულირება არ ეხებათ, ასეთებია:

▶ უპილოტო საფრენი აპარატები რომელთა მასა ნაკლებია 250 გრამზე;
▶ სათამაშო უპილოტი საჰაერო ხომალდები (საფრენი აპარატი რომელიც შექმნილია ან განკუთვნილია ბავშვებისთვის სათამაშოდ, მისი ფრენის მაქსიმალური სიმაღლე არ აღემატება 30 მეტრს მიწის ზედაპირიდან, ხოლო პოტენციური ენერგია 79 ჯოულს);
▶ უპილოტი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია შენობაში (დახურულ სივრცეში).

 ზოგადი მოთხოვნები: