Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სახელმწიფომ მევენახეების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშესაწყობად პროგრამა დაიწყო

588e1531c7f6f
BM.GE
30.01.17 10:00
948
ხელისუფლებამ მევენახეების ხელშეწყობისთვის კიდევ ერთი პროგრამა დაიწყო. სახელმწიფო პროგრამა მევენახეების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დახმარებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში მონაწილეს გრანტის სახით გადაეცემა ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი აღჭურვილობა, ხოლო მონაწილე უზრუნველყოფს საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციას.

კოოპერატივებს გრანტის სახით გადაეცემათ 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა. პროგრამის ფარგლებში სულ გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობა.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ კოოპერატივებს, რომლის წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 20 მეპაიეს და კოოპერატივს გააჩნია არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს ინდივიდუალურად საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახი;არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება; საკუთრებაში გააჩნიათ ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი; პრეტენდენტს მობილიზებული აქვს ამ პროგრამის ფარგლებში ასაშენებელი/სარეკონსტრუქციო შენობისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრები არანაკლებ 50 000 ლარის ოდენობით.

პროგრამის მონაწილე ვალდებულია, პროგრამაში მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში:

ა) არ დაუშვას ამ პროგრამაში ჩართული იმ მიწის ნაკვეთის გასხვისება, რომელზეც განთავსებულია ვენახები, შენობა-ნაგებობა და აღჭურვილობა, გარდა სააგენტოს წინასწარი ნებართვით სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა;
ბ) არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;