Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მომხმარებელი არ დაზარალდეს და კომპანიებმაც მიიღონ შემოსავალი"

596d9e709568a
დავით ჯალაღონია
18.07.17 09:35
683
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, სემეკი „ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ენერგეტიკას საფრთხე არ შეექმნას“. ამის შესახებ მილორავამ ჟურნალისტებს დღეს შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფის დადგენის შემდეგ განუცხადა.
„ენერგეტიკას ჰყავს ორი მხარე - კომპანია და მომხმარებელი. ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია არა ერთი რომელიმე მხარისკენ, არამედ იმისკენ, რომ ჩვენ ვნახოთ სწორი ბალანსი იმისთვის, რომ ერთის მხრივ მომხმარებელი არ დაზარალდეს და მეორეს მხრივ, კომპანიებმა მიიღონ ის შემოსავალი, რაც მათ შეუფერხებელი საქმიანობის საშუალებას მისცემთ“, - განაცხადა მილორავამ.

მისივე განმარტებით, წინა ტარიფი 2000 წელს იყო დადგენილი და მას შემდეგ ტარიფის სტრუქტურა მთლიანად შეიცვალა, რადგან 17 წლის თავზე კომპანიას აბსოლუტურად განსხვავებული დანახარჯები აქვს.

„ტრანსპორტირების ტარიფის ზრდის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მაგალითად, ჩვენ პირველად გავითვალისწინეთ ტარიფში საოპერაციო გაზი, როგორც დანახარჯი, თუმცა მეორეს მხრივ შემცირდა მაგალითად, იჯარის ღირებულება და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ სემეკის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის „გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ტარიფის სახით, დღგ-ის გარეშე, 1.884 ლარი დაუდგინდა.