Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის მშენებლობის გამო "ქუთაისი-სოხუმის" გაზსადენს გადაიტანენ

59a6a170efec5
BM.GE
30.08.17 16:10
800
ქუთაისის აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის პროექტის გამო "ქუთაისი-სოხუმის" გაზსადენს გადაიტანენ. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

"ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შესაბამისი პროექტის მომზადება დაევალა.

„მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის საპროექტო ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული „ქუთაისი სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის გადატანა და დაევალოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შესაბამისი პროექტის მომზადება და გაზსადენის გადატანის სამუშაოების განხორციელება საკუთარი სახსრებით.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და სს „საპარტნიორო ფონდმა“ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ქმედებების განხორციელება”,- ნათქვამია განკარგულებაში.

ქუთაისის აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის პროექტის მშენებლობა წელს, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ერთ წელიწადში რკინიგზის სადგური უნდა გაიხსნას, რომელიც აეროპორტის მგზავრებს მოემსახურება.