Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომერციულმა ბანკებმა 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს

59edf90cdd180
BM.GE
23.10.17 18:12
790
9 თვეში კომერციულმა ბანკებმა 631 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში მოქმედი ბანკების შემოსავლები 3,1 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო ხარჯები 2,4 მლრდ-ს.

საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.0 მლრდ ლარით, ანუ 3.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით გაიზარდა) და 31.5 მლრდ ლარი შეადგინა.