Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თავისუფალ კინოსტუდიას" მთავრობამ 5 TOYOTA HILUX გადასცა

59d221431b2d6
სალომე მეცხვარიშვილი
03.10.17 14:10
1099
კომპანია "თავისუფალ კინოსტუდიას" 1 ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 ერთეული TOYOTA HILUX გადაეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 13 სექტემბერს მიიღო.

კომპანიის 100%-ის მფლობელი ედმონდ მინაშვილია, რომელიც ამჟამად მხატვრულ ფილმზე "შინდისი" მუშაობს.

მსახიობი და პროდიუსერი "საქმის კურსთან" განმარტავს, რომ ავტომობილები კომპანიას ფილმის გადაღებისთვის გადაეცა, თუმცა, საუბარია არა ახალ, არამედ ჩამოწერილ უვარგის ავტომობილებზე, რომლებიც მხოლოდ ჯართს წარმოადგენს.

"შინდისში 5 კი არა უფრო მეტი პიკაპი დაიწვა და სწორედ ამ სცენების რესტავრირება ხდება ფილმში. მინდა გავნმარტო, რომ ეს არ არის მუშა ავტომობილები. ეს არის ჩამოწერილი სასაწყობე მანქანები, რომლებიც არის დაზიანებული და უმოქმედო. ფილმში კიდევ ერთხელ იცხრილება და ზიანდება ეს მანქანები, რომ აღდგეს ის სცენები, რაც რეალურად მოხდა.

ამ მანქანებში მე კი არ ვზივარ და მე კი არ ვიყენებ, ეს მანქანები გადავიყვანეთ ევაკუატორით ადგილზე და ფილმისთვის ვიყენებთ",- აცხადებს ედმონდ მინაშვილი.